5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა – მიმდინარე წლის კამპანიის თემაა გარემოს პლასტმასით დაბინძურება და ფოკუსირებულია ცნობიერების ამაღლებასა და ერთობლივი ქმედებების გაძლიერებაზე პლასტმასით გამოწვეული ზიანის დასასრულებლად

1 month ago 9

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით, 1973 წლიდან ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება. ამ დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე, გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერა, გარემოსდაცვითი საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების აქტიურ ჩართულობა და პასუხისმგებლობის გაძლიერება.

ყოველწლიურად, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, ყურადღებას კონკრეტულ გარემოსდაცვით თემაზე ამახვილებს. მიმდინარე წლის კამპანიის თემაა გარემოს პლასტმასით დაბინძურება და ფოკუსირებულია ცნობიერების ამაღლებასა და ერთობლივი ქმედებების გაძლიერებაზე პლასტმასით გამოწვეული ზიანის დასასრულებლად, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პლანეტის ეკოსისტების აღდგენისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.

პლასტმასით გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვნად ამძიმებს მსოფლიოში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს – კლიმატის ცვლილებას, ბიომრავალფეროვნების შემცირებასა და დამაბინძურებელი ნარჩენების მატებას.

დღეს მსოფლიოში, ყოველწლიურად, დაახლოებით, 11 მილიონი ტონა პლასტმასი ხვდება წყლის ეკოსისტემებში – მდინარეებში, ზღვებსა და ოკეანეებში. ნიადაგში კი მიკროპლასტმასი – ნაგავსაყრელებიდან, კანალიზაციიდან და სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ნივთიერებებიდან. ყოველივე ეს კი, საბოლოოდ, აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის 2025 წლის კამპანია მოუწოდებს საზოგადოებას ერთანობითა და ქმედითი ნაბიჯებით დაასრულოს სამყაროს პლასტმასით დაბინძურება.

შეიძლება იყოს რუკა and ტექსტი გამოსახულება

author avatar

სრულად წაკითხვა