5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას თქმით, არ იცის, იმ კვირაში მორჩებიან თუ არა განხილვებს.
თუ არ მოვრჩით, იმის მომდევნო კვირა დავისვენოთ – განაცხადა ნადარაიამ.
„შუამდგომლობების დასრულების შემდეგ უკვე იწყება არსებითი განხილვა. არსებითი განხილვა იწყება მომხსენებელი მოსამართლის მოხსენებით. გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ ორშაბათს და ამავდროულად, გადავალთ არსებითი განხილვის ეტაპზე. ამ სამმა დღემ აჩვენა, რომ საკმაო მუშაობა გვიწევს. მე არ ვიცი, ის კვირა მოვრჩებით თუ არა. თუ არ მოვრჩით, იმის მომდევნო კვირა დავისვენოთ. ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი იქნება დანიშნული. არ ვეკითხები არცერთ მხარეს, ყველა არის ვალდებული, რომ მობრძანდეს!“- განაცხადა ნადარაიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
odishinews საერთაშორისო