გენერალი სირსკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე უკრაინაში 500 000 კაცის მობილიზება საჭირო არ არის, ეს რიცხვი შემცირებულია. 

შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა დეტალებზეც ისაუბრა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდ სირსკიმ განაცხადა, რომ მობილიზაციისთვის გათვალისწინებული და თავიდან გამოცხადებული რიცხვი – ნახევარი მილიონი, უკვე შემცირებულია შინაგანი რესურსების გათვალისწინებით.

ამას გარდა, გენერალი ამბობს, რომ ყველა მობილიზებული ფრონტის ხაზზე არ მიდის: მაგალითად, თებერვალში, მობილიზებულთა საერთო რაოდენობის 48%-მა მომზადება სასწავლო ცენტრებში გაიარა.