55 წლის კაცზე 8 პირმა ჯგუფურად იძალადა – რა მოხდა საგარეჯოში

7 hours ago 2

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბი აქ­ტებ­ზე რვა პირი და­ა­კა­ვეს. ინ­ფო­ა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სამინისტრო ავ­რცე­ლებს.

  • უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.მ., 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ო., 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ღ., 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ტ., 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.მ. და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი: 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ს., ასე­ვე, 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.შ.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით, 1970 წელს და­ბა­დე­ბულ გ.გ.-ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად, ჯგუ­ფუ­რად, ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს. ამა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით დაჭ­რეს 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.გ. და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლით, 225-ე და 117 -ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სრულად წაკითხვა