5
მოსამართლეები აქტივისტების გასამართლებისას საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ კოდექსს ეყრდნობოდა – ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
ლომჯარიას თქმით, სასამართლო პროცესების დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოსამართლეები პოლიციელების ხშირ შემთხვევაში ცრუ ჩვენებებით ხელმძღვანელობდნენ და მომიტინგებს ყოველგავრი მტკიცებულებების გარეშე უშვებდნნენ პატიმრობაში.
ამას ემატებოდა ის, რომ ლომჯარიას თქმით, მოსამართლეები არ ითვალისწინებდნენ დაკავებულების ფიზიკურ დაზიანებებებს, რომ ისინი სასტიკად იყვნენ ნაწამები და არც იმას, რომ მათ იზოლატორსი მოთავსებას შეიძლეოდა ჯანრმტეობისთვის უდიდესი საფრთხე შეექმნა.
მოსამართლეები პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებდნენ, მათი მისია აქციის მონაწილეების სამაგალითოდ დასჯაა – ამბობს ლომჯარია და იმ მოსამართლეების გვარებს ასახელებს, რომლებმაც მისი თქმით, უკანონო დავალებებს მოაწერეს ხელი.
28 ნოემბრის შემდეგ, 460-ზე მეტი დაკავებულის უფლებები ირღვეოდა როგორც საგამოძებო ორგანოში, ისე სასამართლო დარბახებში. მოსამართლეები არ ითვალისწინებდნენ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და ეყრდნობოდნენ პოლიციელების უმეტეს შემთვხვევაში ცრუ ჩვენებებს. ისინი აჯარიმებდნენ მოქალაქეებს სრულიად დაუსაბუთებლად 2000-დან 3000 ლარამდე, ასევე უშვებდნენ ყოველგვარი საფუძვლის და მტკიცებულებების გარეშე პატიმრობაში. ამ დროს სასამართლო ეყრდნობოდა საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ კოდექსს, რომელიც არ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სტანდარტს. შესაბამისად, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პოლიციის ჩვენებებსა და ვიდეო მტკიცებულებებს შორის იყო შეუსაბამოებები, თუმცა მოსამართლე მაინც ცნობდა მოქალაქეებს სამართალდამრღვევებად. მოსამართლეები სისტემურად არღვევდნენ სამართლაინი სასამართლოს პრინციპებს. მოსამართლეები ასევე აშკარად ხედავდნენ, რომ დაკავებულები არიან ნაცემები, ნაწამები და არ ინტერესდებოდნენ რა პირობებში მოხდა მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება. უფრო მეტიც, როდესაც დაზარალებულები იწყებდნენ აღნიშნულის მოყოლას, მოსამართლეები მას აჩუმებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ წამების და არაადამიანური მოპრყრობის ფაქტები მათ არ ეხებოდათ და არ იყო მათი საქმე. მოსამართლეები არ ითვალისწინებდნენ, რომ ადამიანებს ისეთი ფიზიკური დაზიანებები ჰქოდნათ, რომ მათთვის იზოლატროში განთავსება, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი იყო. განიხილავდნენ ისეთი პირების საქმეებს, რომლებსაც გადაუდებელი სასწრაფო დახმარება სჭირდებოდათ. ფიზიკური დაზიანებების მიუხედავად, უსჯიდნენ ადმინისტრაციულ პატიმრობებს და უშვებდნენ იზოლატორებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მოსამართლეები ასრულებდნენ პოლიტიკურ შეკვეთას და აშკარაა, რომ მათი მისია, აქციის მონაწილეების სამაგალითოდ დასჯა და რეპრესიები იყო.
მსგავს ქმედებებში ჩართულნი იყვნენ:
- ლელა მილდერბერგი
- ზვიად ცეკვავა
- ლელა ცაგარეიშვილი
- კობა ჩაგუნავა
- ნინო ენუქიძე
- მანუჩარ ცაცუა
მოსამართლეთა ეს სია ამომწურავი არ არის ჩვენ გავაგრძელებთ სასმაართლოს პროცესების მონიტორინგს – აცხადებს ლომჯარია.