WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა, მუშაობას კიდევ 6 თვის განმავლობაში ვერ განაახლებს.

გამოცემის ცნობით,  უკრაინელების თავდასხმამ ქარხანას სერიოზული ზიანი მიაყენა. მათი ინფორმაციით, “გაზპრომ ნეფტის” ქარხანაზე დარტყმამ დააზიანა პირველადი გადამამუშავებელი ობიექტი, რომელიც ქარხნის სიმძლავრის 53%-ს შეადგენს.

ცნობისთვის, მიმდინარე თვეში, უკრაინამ კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც კრემლიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, ორჯერ დაარტყა.