მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ჩემს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით:
შსს-ში დარბევის დეპარტამენტის უფროსი და მისი ოთხი მოადგილე გადადგა, ასევე 16 ინსტრუქტორი, ფსიქოლოგიური მომზადების სამსახურის უფროსი და 12 თანამშრომელი, აგრეთვე წყლის ჭავლის მანქანების ჯგუფი 16 კაცი! მეორე, მესამე და მეოთხე ასეულებში კი ბუნტია.
გარდა ამისა 60 ზე მეტმა ოფიცერმა დატოვა სამსახური; დარჩენილებს ჩამოართვეს პასპორტები და ატერორებენ მათ ოჯახებს; “მერყევ” პოლიციელებს შიგნითვე უსწორდებიან ფიზიკურად. შიშობენ რომ პოლიციელების მხრიდან უკანონო დავალების შესრულებაზე უარის თქმამ არ მიიღოს მასობრივი ხასიათი.
პოლიციელებმა, რომლებმაც მოახერხეს გამოღწევა (მეორე პასპორტებით და სხვა ხრიკებით) გვითხრეს, რომ ეშინიათ იმის, რომ ქუჩის მხარეზე ან თუნდაც ნეიტრალურ პოზიციაზე გადმოსული პოლიციელები თავისი თავის გადასარჩენად მოილაპარაკებენ და ითანამშრომლებენ ხალხთან და ამით დაუმძიმებენ დანაშაულს დარჩენილებს.
ძირითადად ბუნტები და დანაშაულის აღქმა ხდება კრიმინალურ პოლიციაში. ისინი განათლება მიღებული ხალხით არიან დაკომპლექტებული.
რაც შეეხება სადამსჯელოს და რობოკოპებს – ეს არიან სრულიად გაუნათლებელი, გონებრივად და სულიერად ლუმპენიზირებული, ყველაფერზე წამსვლელი ელემენტი, რომელიც ვერც კი აცნობიერებს თავისი დანაშაულის სიმძიმეს.“