თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს არ შეხვდა, თუმცა გიორგი შალუტაშვილის ნაცვლად, პროტესტის რეჟიმში გადასულ ახალგაზრდებს აკადემიური საბჭოს წევრები შეხვდნენ.
სტუდენტებმა მიიღეს დაპირება, რომ სოლიდარობის განცხადება გამოქვეყნდება, სადაც სისტემის მიერ მსახიობებისა და მშვიდობიანი დემონსტრატების დაკავებისა და დევნის შესახებ უნივერსიტეტის პოზიცია მკაფიო იქნება.
“ჩვენი ორი მოთხოვნიდან ერთი შესრულდება და სოლიდარობის პოსტს აკადემიური საბჭომ თავად დაწერა და გამოქვეყნდება. ხოლო მეორე მოთხოვნა არ სრულდება. ჩვენ ბატონ გიორგი ისევ ვერ შევხდით. ამდენი დღე ამას ვითხოვდით. არვიცი სამომავლო გეგმები. 200 სტუდენტი ვართ გაფიცული, უნდა შევიკრიბოთ და შევთანხმდეთ”, – განაცხადა ნია გუგავამ.
სოლიდარობის ტექსტის გამოსაქვეყნებლად თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე ერთი კვირაა იბრძვიან.