WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

7

იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით 11 ბავშვი შეიყვანეს, საიდანაც 4 დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, 7 პაციენტი კი სტაციონარში რჩება.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, სოფიო ცერცვაძე, მედიასთან ამბობს:

გუშინ საღამოდან ჰოსპიტალს 11-მა პაციენტმა მომართა. პაციენტებს აღენიშნებოდათ გულისრევა და მუცლის ტკივილი.

ყველა პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. 4 პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, 7 პაციენტი კი ამ ეტაპზე სტაციონარში რჩება.

ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მიმდინარეობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკაში დაკვირვება“,

ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, 7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.