WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

7 ოქტომბერს, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებული დებატების ფარგლებში, ევროპარლამენტში საქართველოსა და ირანის შემთხვევებზე იმსჯელებენ.

კერძოდ, დებატების ფარგლებში ევროპარლამენტარები იმსჯელებენ ორ საკითხზე:

  • ადამიანის უფლებების მდგომარეობა ირანში, კერძოდ, ტარანე რაჰიმისა და ლეილა აბოლჰასანის საქმეები;
  • მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მცდელობები, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები საქართველოში.

დებატების შემდეგ, 8 ოქტომბერს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ.