7 წლის ბავშვი ნაცემი და ჩაკეტილი ჰყავდათ საღორეში – მოძალადეებად დედა და ბებია სახელდებიან – მედია

8 hours ago 5

ფოტო – ფორმულა

საქართველოს ერთ-ერთ სოფელში 7 წლის ბიჭის შესაძლო წამების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. “ფორმულა“, წყაროს ინფორმაციით, წერს, რომ არასრულწლოვანი რამდენიმე დღის განმავლობაში ნაცემი საღორეში იყო ჩაკეტილი. ბავშვს მრავლობითი სხეულობრივი დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ნაკბენების კვალი.

ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი თვითონ გაექცა სავარაუდო მოძალადეებს და დახმარებისთვის ნათესავს მიმართა. ისინი დედასა და ბებიას ასახელებენ ძალადობის წყაროდ. პოლიციამ უკვე გამოკითხა ბავშვის დედა, თუმცა არასრულწლოვანს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია.

ბავშვის მამისა და ბებიის თქმით, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან, მათ რეაგირება მას შემდეგ შეძლეს, რაც ბავშვმა ნათესავთან მოახერხა მისვლა. მამა აპირებს საქართველოში დაბრუნებას და სამართალდამცავებისგან სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის წარმომადგენლები არ დაინტერესებულან, თუ რატომ არ ესწრებოდა ბავშვი გაკვეთილებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.

წყარო – ფორმულა

სრულად წაკითხვა