1
როგორი ამინდი იქნება საქართველოში დეკემბერში? – ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე საუბრობს.
„დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ველოდებით საშუალო ტემპერატურას +1 გრადუსით მაღალს. ნალექი დასავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში და მასზე მეტია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში. დეკემბერში ყველანაირი ნალექი შესაძლოა ვიხილოთ.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ცალკეულ დღეებში შესაძლოა +19 გრადუსამდე მოიმატოს ტემპერატურამ, დღის მაქსიმალური ტემპერატურა. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16 გრადუსამდე. ღამით კოლხეთის დაბლობზე შესაძლოა ცალკეულ დღეებში ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცეს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, შიდა ქართლში -13 გრადუსამდე შესაძლოა დაეცეს, ხოლო ქვემო ქართლში -8 გრადუსამდე“, – გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.