5
პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე:
ანომალიური რაღაც ხდება ჩვენს საბანკო სისტემაში. 5 დეკემბერს დეპოზიტების საერთო მოცულობა იყო 57,9 მილიარდი ლარი, ხოლო 17 დეკემბერს გახდა 56,2 მილიარდი ლარი. რვა დღეში 1,7 მილიარდი ლარით შემცირდა. სად წავიდა ეს ფული დაუყოვნებლივ უნდა ახსნას ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ. ხომ არ დაიწყო დეპოზიდების გადინება, ხომ არ გააქვთ უცხოელებს ფული, რომლებიც მილიარდობით ლარის ეკვივალენტ თანხას ინახავენ საქართველოს საბანკო სისტემაში?
კიდევ ერთი ანომალიური რამ, რაც ეროვნულ ბანკში ხდება. ეროვნული ბანკი ვიღაცისთვის ყიდულობდა ოქროს და ნოემბრის თვეში ერთბაშად გაყიდა 47 მილიონი დოლარი ოდენობის ოქრო.
ეროვნულ ბანკს აქვს ორი სახის ოქრო, ერთია ე. წ. მონეტარული ოქრო, რომელიც ზოდების სახით ინახება ეროვნულ ბანკში და განეკუთვნება რეზერვებს. ეს ოქრო (7 ტონა) ეროვნულმა ბანკმა წელს იყიდა 500 მილიონ დოლარად. მეორე სახის ოქრო არის მონეტები და მსუბუქი ზოდები, რომელსაც კომერციულ ოქროს უწოდებენ. მათი მოცულობა მხოლოდ 2-3 მილიონი დოლარის ლირებულებას თუ შეადგენდა.
ბოლო თვეებში ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ამ დასახელების ქვეშ დიდძალი ოქროს შესყიდვა (ალბათ უკვე დიდი ზოდების სახით) და ნომებრის თვეში ერთბაშად გაყიდა. არსებობს ეჭვი, რომ ივანიშვილს გადააქვს თავისი დეპოზიტები ოქროში.
ეროვნულმა ბანკმა უნდა ახსნას ეს მოვლენა.
ინფორმაცია ოქროს მარაგების შესახებ ღიაა და ყოველი თვის ბოლოს ქვეყნდება ეროვნული ბანკის სტსტისტიკურ ანგარიშებში.