თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის პროცესი ბრალდებულების, ადვოკატებისა და ბრალდებულების ოჯახის წევრების გარეშე განახლდა.
ბრალდებულების დაცვას სახაზინო ადვოკატები და ერთი კერძო იურისტი ახორცილებენ.
“სრული ბარდაგია არანაირი სასამართლო და არანაირი სამართალი”, – ამბობს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა.
ამ სასამართლო პროცესზე უნდა გაირკვეს ტოვებს თუ არა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დაკავებულებს კვლავ ე.წ. წინასწარ პატიმრობაში. სხდომა დილით ჩაიშალა, რადგან მოსამართლემ უარი თქვა პროცესის უფრო დიდ დარბაზში გადატანაზე.
საპროტესტო აქციის მონაწილეების სასამართლო სხდომა ჩაიშალა – მოსამართლემ დარბაზი არ შეცვალა