8 ქვეყანა საქართველოს ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვისკენ მოუწოდებს

2 days ago 4

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ სერიოზულად შეშფოთებული ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. მოვუწოდეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ. ვგმოთ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობას და დაშინებას და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ მუქარას. როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ ქვეყანაში გაღრმავებული პოლარიზაციისა და კრიზისის გამო“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება კრიზისიდან გამოსავალი, რათა აღიდგინოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით.

სრულად წაკითხვა