წაკითხვა: 123
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, მოსამართლეს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ მისი დაკავება აბსურდულია.
“თუ უფლებას მომცემთ შევაფასებ ბრალის ხარისხს – აქ ევროპულობასთან კავშირი არ აქვს. მინდა დაგანახოთ, ხელი შეგიწყოთ პირადი მრწამსის შესაქმნელად, ჩემი დაკავება რამდენად აბსურდულია.
მე იპოთეკით დავტვირთავდი თუ ნასყიდობას გამოსყიდვის უფლება იქნებოდა, ჩემი გადასაწყვეტია… ესპანეთის სახლის ქონება გადავიხადე დედაჩემის ქონებით და ჩემი ქონების გაყიდვით.
რაც შეეხება დეკლარაციას, ამ სახლს დეკლარაცია არ უწევდა, 2025 წელს შევიძინე. ამ სახლს არ ვმალავდი, გამოკითხვაზე მე თავად ვუთხრაი და ხელშეკრულებაც მივიტანე…არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს… 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში?“ – მიმართა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოსამართლეს.
მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაკავებულის მიმართვა და მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს