ხვალ, 9 აპრილს, 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება.

რუსული კანონი პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე ამ წუთებში გადის. პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება. ონლაინმედიების ჟურნალისტები, რომლებსაც აკრედიტაცია აქვთ, პარლამენტში არ შეუშვეს. გარდა ამისა, “პუბლიკას” ჟურნალისტს პარლამენტში შესვლის დროს დაცვამ სუფთა ფურცელი ჩამოართვა.

“შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის!

ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!

ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! – წერენ აქციის ორგანიზატორები.