» ჯანქი » "9 გადაგრეხილი სანთლით ამოგიწყვიტავთ ოჯახებს" - როგორ ემუქრებოდა ბებია ხალხს, მას შემდეგ რაც 2 წლამდე ბავშვი სცემა
დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი tik-tok ლაივში სცემა. ინფორმაცია "ტვ პირველი" ავრცელებს.
მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი კრა.
ბებია ლაივში იმ ადამიანებს ემუქრებოდა, რომლებიც კომენტარებში ბავშვის ცემას აპროტესტებდნენ.
ბავშვის ბებია 126-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის მუხლით.
წყარო: palitravideo.ge