3
სალომე წულაია, სოციალურ ქსელში წერს, რომ მარტვილში, 90 წლამდე ქალს 30 ლარიანი სოციალური დახმარება მოუხსნეს,
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო/The municipality of Martvilis assembly დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩემს მეზობლად, მარტვილის რაიონის სოფ. ტალერში, ერთი 90 წლამდე ბებო ცხოვრობს, მარტო, რომელიც წლებია საწოლსა და ორ ჯოხსაა მიჯაჭვული.
არ დავიწყებ იმის აღწერას, რა პირობებში უწევს ცხოვრება, ალბათ, ჩემზე კარგად ის “ადამიანი” აღწერს მას, რომელიც, როგორც მითხრეს, 1 საათის განმავლობაში, იჯდა იმ ოთახის შუაში, სადაც უკიდურესი სიღარიბე აკაკუნებდა ყველა კარიდან, 1 საათი უყურებდა ბებოს, რომელიც იმასაც კი ვერ უშვებდა გონებაში, რა გადაწყვეტილებას იღებდა შარვალ-კოსტუმიანი “ადამიანი”.
ბებოს მოუხსნეს 30 ლარიანი სოციალური დახმარება.
30 ლარიანი სოციალური დახმარება.
კიდევ ერთხელ, 30 ლარიანი სოციალური დახმარება.
ადამიანს, რომელიც დენის გადასახადს 2 ან 3 ლარს იხდის თვეში და თუკი, 3 ლარს გადასცდება, წუხს, რომ სხვა საჭიროებებისთვის აღარ ეყოფა ფული, ასეთ ადამიანს მოუხსნეს ეს “დახმარება”. არ იმსახურებდა, ალბათ, იმიტომ, რომ ერთი გარე ნათურის გარდა, შიგნითაც აუნთია…
ვიცი, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არის, ვერც მოძებნი, რადგან რომ ეძებო, სადღაც ხომ უნდა იყოს.
თუკი, არაფრის გეშინიათ, იმ თვალებისა და ცრემლების გეშინოდეთ, რომელიც ახლა, ამ წუთას ბებოს ჩამოსდის სახეზე”

7 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·