AlgorithmWatch: საქართველო მომიტინგეების იდენტიფიცირებისთვის რუსულ სახის ამომცნობ სისტემას იყენებდა

3 hours ago 5

ბერლინსა და ციურიხში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, AlgorithmWatch-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო პროევროპული დემონსტრაციების დროს მომიტინგეების იდენტიფიცირებისთვის სახის ამოცნობის სისტემას, Polyface-ს, იყენებდა. ეს უკანასკნელი დასავლეთის მიერ სანქცირებული, მოსკოვში დაფუძნებული კომპანია Papillion AO-ს მიერაა შემუშავებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემას 2013 წლიდან ყიდულობს. სისტემამ 2024 წლის ოქტომბერში მუდმივი ლიცენზიის მოპოვებამდე ხუთი განახლება გაიარა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ Papillion AO დასანქცირებულია შვეიცარიის, უკრაინის, იაპონიისა და შეერთებული შტატების მიერ. მის პროდუქტებს იყენებენ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები, ასევე გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი და ბელარუსი.

დოკუმენტის თანახმად, 2018 წლის განახლების შედეგად, შსს-ს ოპერატორები რუს პერსონალს უნდა მოემზადებინა. Papillion AO, ისევე როგორც საქართველოში მოქმედი სხვა რუსული კომპანიები, „რუსეთის კანონმდებლობით ვალდებულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან ითანამშრომლოს“.

AlgorithmWatch-ის თანახმად, Polyface 3.7.0 — სისტემის უახლესი განახლება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის ოქტომბერში შეიძინა – 2025 წლის ივნისის დასაწყისში იქნა მიწოდებული, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მოწინააღმდეგე მომიტინგეების მასობრივი დისტანციური იდენტიფიცირება და აღსრულების ზომები უკვე დაწყებული იყო.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა