Amnesty International-ი 20 დემონსტრანტის გამამტყუნებელ განაჩენს განცხადებით ეხმიანება

1 week ago 5

„ანდრო ჭიჭინაძის, საბა სხვიტარიძის და სხვების სასამართლო პროცესები აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას იყენებს მომიტინგეების დასასჯელად და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად. საქართველოში მომიტინგეებმა განიცადეს ადამიანის უფლებების დარღვევა, რაც გამოიხატა წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობაში, თვითნებური დაკავებისა და უსამართლო სასამართლო პროცესებისას", - აღნიშნავს ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი.

ის თვლის, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ წარმოებული საქმეები ამავდროულად არის იმ ადამიანებისთვის სამართლიანობის მოლოდინის გაუქმების მცდელობა, რომლებიც საპროტესტო აქციებზე პოლიციის მხრიდან წამების ან სხვა სახის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ. ამგვარ ადამიანებს შორის "ამნესტი", ასახელებს საბა სხვიტარიძესაც, რომელიც პოლიციელების მხრიდან დაკავების შემდეგ წამებასა და ძალადობაზე საუბრობს.

„საქართველომ უნდა გააუქმოს ეს უსამართლო განაჩენები და გაათავისუფლოს ან უზრუნველყოს სამართლიანი ხელახალი სასამართლო პროცესი. ყველა, ვინც დაკავებულია მხოლოდ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", - წერია ორგანიზაციის 3 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

სრულად წაკითხვა