ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ (BSP) აცხადებს, რომ მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან საწარმო სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს.
კომპანიის მიერ გავცელებული განცხადებაში, რომელიც მიმდინარე საქმიანობას და სტატეგიულ გეგმას შეეხება, ნათქვამი არაა რომელი ქვეყნიის ნედლეულზეა საუბარი
.Black Sea Petroleum-ის დამფუძნებელი და აღამსრულებელი დირექტორი დავით ფოცხვერია BMG-სთვის მარტში მიცემულ ინტერვიუში, ამბობდა რომ საქმიანობა რუსული ნავთობის გადამუშავებით დაიწყო, თუმცა „ნედლეულის დივერსიფიკაციაზე აქტიურად მუშაობს“.
ის თურქმენული ნედლი ნავთობის სარკინიგზო გზით შემოტანის შესახებ არსებულ შეთანმებაზეც საუბრობდა, რასაც მისი სიტყვებით ხელი შეეშალა "მეგობარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის განხორცილების" თვალსაზრისით. ფოცხვერია ამავე ინტერვიუში იმედს გამოთქვამდა, რომ საკითხი დადებითად გადაწყდებოდა და თურქმენულ ნავთობს შემდგომში ყაზახური ნავთობიც მოჰყვებოდა.
1 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში კომპანია წერს, რომ 2026 წლის პირველი ნახევრისთვის „ბლექ სი პეტროლიუმმა“ 650-ათას ტონაზე მეტი ნედლეული გადაამუშავა
2027 წლის I კვარტალიდან კომპანია აპირებს საგზაო ბიტუმის წარმოების დაწყებას შიდა და საექსპორტო ბაზრებისათვის
2027 წლის II კვარტალიდან კი საავიაციო საწვავის წარმოების დაწყებას.
Black Sea Petroleum
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი Black Sea Petroleum-ის დამფუძნებელი ბიზნესმენი და დიზაინერი მაკა ასათიანია.
პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა „საქართველოს განვითარების ფონდმა“ და ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკმა“. ქარხნის პრეზენტაციას 2024 წლის ოქტომბერში დაესწრო „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
2025 წლის ოქტომბერში რუსული გამოცემა „პროექტმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც გამოავლინა კავშირები ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ ოჯახსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ხელმძღვანელობას შორის.
ამ წყაროს თანახმად, ქარხნის მფლობელი მაკა ასათიანი და მისი ბიზნესპარტნიორები დაკავშირებული არიან რუსულ ნავთობისა და ლოგისტიკის კომპანიებთან, რომელთა შემოსავლები მილიარდებს აღწევს.
„პროექტის“ ცნობით, ასათიანის პარტნიორის ოჯახის წევრი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსის მოადგილეა.
- 2025 წლის ოქტომბერში რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა.
- საუბარია კერძო კომპანია „რუსნეფტზე“ (Русснефть) და არა „როსნეფტზე“ (Роснефть), რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის.
- 2025 წლის 16 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა მსხვილ რუსულ ნავთობკომპანიებს, მათ შორის Русснефт-ს.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·