Bloomberg: SpaceX-ის აქციები გაიაფდა. ილონ მასკი ტრილიონერი აღარ არის

2 hours ago 2

Bloomberg Billionaires Index-ის შეფასებით, ილონ მასკის ქონება ერთ ტრილიონ დოლარზე დაბლა — 957 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ეს მისი კომპანიის, SpaceX-ის აქციების საბირჟო ფასის კლებამ გამოიწვია.

23 ივნისის სავაჭრო სესიის დახურვისას SpaceX-ის აქციები 156 დოლარად ფასდებოდა, თუმცა დღის განმავლობაში მასკის კომპანიის აქციების ფასი 225 დოლარამდეც კი გაიზარდა.

24 ივნისის ძირითადი საბირჟო სესიის გახსნამდე SpaceX-ის აქციების ფასმა კლება განაგრძო.

SpaceX-ის აქციებით ვაჭრობა ბირჟაზე 12 ივნისს, თითო აქციაზე 150 დოლარის ნიშნულით დაიწყო. ამგვარად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, თავად მასკი კი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა.

Bloomberg Billionaires Index-ისგან განსხვავებით, ჟურნალი Forbes მასკს კვლავ ტრილიონერად მიიჩნევს და მის ქონებას 1,1 ტრილიონ დოლარად აფასებს.

სრულად წაკითხვა