8
თეთრ სახლთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც აცხადებს, რომ ხმებმა დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან ახლოს ვენესუელელი მამაკაცი, რონი იორდრიქს გუანიპა ჩრინოსი დააკავა, რომელსაც მოპარულ ავტომობილში რამდენიმე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, ჩრინოსი აშშ-ში 2024 წელს არალეგალურად შევიდა.
„ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ ხმები ესმოდა, რომლებმაც ვაშინგტონში ჩასვლა და დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს“, – ნათქვამია შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.
საერთაშიროსო alia.ge