WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა, რომ „პირადი მოსაზრებების“ გავრცელებისა და მიუკერძოებლობის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო  ტელეკომპანია „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა. ეს ოპოზიციურად განწყობილი არხის მიმართ დაწესებული მეოთხე სანქციაა იმ სადავო ცვლილებების ფარგლებში, რომლებმაც მაუწყებლობის შინაარსზე მარეგულირებლის კონტროლი გააფართოვა.

1 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნა, რომ 14-16 სექტემბერს „ფორმულას“ ახალი ამბების პროგრამების მონიტორინგმა „პროგრამებში წამყვანებისა და კორესპონდენტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელებისა და მიუკერძოებლობის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები“ გამოავლინა.

„კომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები მოიცავდა ახალი ამბების პროგრამებში კორესპონდენტებისა და წამყვანების მიერ გაკეთებულ შეფასებებს, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქებას წარმოადგენდა, რასაც კანონმდებლობა ზღუდავს“, – განაცხადა კომისიამ.

მედიაპლატფორმა „მედია ჩეკერის“ ინფორმაციით, „ფორმულას“ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქებად ჩაუთვალეს სადავო სიუჟეტებში ისეთი ფრაზების სისტემატურად გამოყენება, როგორებიცაა: „ოცნების პრემიერი“, „ქართული ოცნების სუსი“, „ოცნების პარლამენტი“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ოცნების ფინანსთა სამინისტრო“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“.

კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნა, რომ „ფორმულას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე მიღებული აქვს სამი სანქცია: წერილობითი გაფრთხილება, 2,500 და 5,000-ლარიანი ჯარიმები. „ამ ჯერზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, ან არანაკლებ 10,000 ლარის ოდენობისა“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

This post is also available in: English