WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
Logos of the Communications Commission (ComCom) and Rustavi 2.

კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) სახელისუფლებო მაუწყებელი „რუსთავი 2” „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა.

„კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ აღნიშნულ არხზე 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში იკვეთებოდა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქება“, – ნათქვამია მარეგულირებლის მიერ 10 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ComCom-ის თქმით, ვინაიდან მაუწყებელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცირებული არ ყოფილა, კომუნიკაციების კომისიამ ის კანონის შესაბამისად, წერილობით გააფრთხილა.

This post is also available in: English