EPP საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე პახუსისმგებელთა სანქცირებას ითხოვს

1 week ago 4

ევროკავშირის ყველაზე დიდი, „ევროპის სახალხო პარტია“, განცხადებას ავრცელებს და ითხოვს, დასანქცირდნენ საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე პახუსისმგებელი პირები.

დღეს, 12 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში პარტიის წარმომადგენელი ევროპარლამენტარები ჩამოვლენ, რომელთა შორის „საქართველოზე ევროპარლამენტის პრესსპიკერი“, რასა იუკნევიჩიანე იქნება — „ქართული ოცნების“ კრიტიკოსი.

„რაც ახლა ხდება საქართველოს ქუჩებში, სრულიად მიუღებელია. მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემა და ოპონენტების დაპატიმრება ავტორიტარების სახელმძღვანელოდანაა და მას ახლა “ქართული ოცნება” იყენებს. არაა ამის ადგილი ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირში სურს გაწევრიანება. დღეს საქართველო გზაგასაყარზე დგას და ხალხმა ზუსტად იცის, რისთვის იბრძვის. როცა ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან, არ უნდა დაიხიონ უკან სანქციების დაწესებაზე“, — ამბობს იგი.


28 ნოემბრიდან ასობით ათასი ადამიანი გამოდის თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. დემონსტრაციები, როგორც წესი, ძალადობრივად ირბევა გამთენიისას. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

მასობრივი პროტესტი მოჰყვა ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ.

სრულად წაკითხვა