EU-მა და ივანიშვილი და მისი მეგობრები ახლავე უნდა დაასანქცირონ – იუკნევიჩიანე

3 months ago 23

2

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში ზურა ჯაფარიძის დაპატიმრებას ეხმიანება და წერს:

“ქართული ოცნების” რეჟიმის სისასტიკე აგრძელებს ესკალაციას. წითელი ხაზები დიდი ხნის წინ გადაილახა, მაგრამ დღეს უკვე ძალიან შორს წავიდა.

ზურაბ ჯაფარიძე, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დააპატიმრეს.

ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ სანქციები ახლავე უნდა დააწესონ”,-წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სხდომათა დარბაზშიცოტა ხნის წინ დააკავეს – მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ. “მონებო” – სკანდირებენ მოქალაქეები.

სრულად წაკითხვა