რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო დიალოგს უშედეგო უწოდა.
“ევროკავშირის მაღალჩინოსანმა საქართველოსთან დღევანდელ სავიზო დიალოგს ‘საკმაოდ უნაყოფო’ უწოდა.” – დაწერა იოზვიაკმა 11 ივნისს X-ზე.
ცნობისთვის, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს ბრიუსელში ქართულ მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა შედგა.
შეხვედრის ასრულების შემდეგ საგარეო უწყების საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, რომ მხარეებს შორის პოზიციების გაცვლის შემდეგ ის “პოზიციურად იყო განწყობილი”.
5 ივნისს, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა ამ დიალოგის შესახებ და განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე “განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი.”
როგორც საგარეოში აცხადებენ, “ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)), თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი.”

11 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·