EU-ს ქვეყნები ეძებენ გზებს სამგზავრო შეზღუდვების ეროვნულ დონეზე დასაწესებლად – ბრაჟე

5 days ago 5

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ეძებენ გზებს, რომ საქართველოში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სამგზავრო აკრძალვები ეროვნულ დონეზეც დააწესონ.

„ევროკავშირის წევრთა უმრავლესობას ჰქონდა საერთო გაგება იმის თაობაზე, რომ აუცილებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სამგზავრო აკრძალვის დაწესება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ეძებენ გზებს, რომ დააწესონ ეს შეზღუდვები ეროვნულ დონეზე“, – აცხადებს ბაიბა ბრაჟე.

გუშინ, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია, საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს შეუჩერდეთ უვიზო რეჟიმი.

მანამდე ლატვიამ საქართველოს 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატთა სიაში შეიყვანა. ასევე, ლიეტუვამ და ესტონეთმა „ქართული ოცნების“ 30-მდე მაღალჩინოსანი დაასანქცირა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე.

სრულად წაკითხვა