“რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას განიხილავს.
“ევროკავშირი საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას განიხილავს, რასაც მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება. თუმცა ეს გადაწყვეტილება შეიძლება 16 დეკემბრის შეხვედრამდეც მიიღონ, ევროკომისიამ შესაძლოა გაითვალისწინოს პოლიტიკური მითითებები. მაგრამ, ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ბევრ ოფიციალურ პირს “ნორმალური” პასპორტებიც აქვს, რის გამოც ეს ნაბიჯი ძირითადად სიმბოლური ხასიათის იქნება,” – წერს იოზვიაკი.