WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
Fifth President of Georgia, Salome Zurabishvili. Photo: Salome Zourabichvili/Instagram.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House-მა განაცხადა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, 20 მაისს, ვაშინგტონში ყოველწლიური დაჯილდოებისა და 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მარკ პალმერის პრიზს გადასცემს.

„ჯილდო აღიარებს მის განსაკუთრებულ მიღწევებს დემოკრატიის განვითარებაში დიპლომატიისა და საჯარო სამსახურის მეშვეობით“, – წერს ორგანიზაცია 13 მაისს X-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, მარკ პალმერის პრიზი გადაეცემათ დიპლომატებს ან თანამდებობის პირებს, რომლებიც სამთავრობათაშორისო ინსტიტუტებში მსახურობენ. ის უკვე გადაეცათ დიპლომატებსა და საერთაშორისო საჯარო მოხელეებს მთელი მსოფლიოდან.

This post is also available in: English