Freya Skin-ის კომპლექსური პროგრამა – სხეულის მოდელირების თანამედროვე მიდგომა

2 hours ago 3

ყოველ წელს თითქმის ერთსა და იმავე სცენარს ვიმეორებთ — გაზაფხულზე საკუთარ თავს ვპირდებით, რომ ზაფხულამდე ყველაფერს მოვასწრებთ, თუმცა ივნისის დადგომასთან ერთად ხშირად აღმოვაჩენთ, რომ დრო ძალიან სწრაფად გავიდა და მაინც ვერ მოვახერხეთ სასურველი კილოგრამების დაკლება, ვერც ვარჯიში დავიწყეთ ,,ორშაბათს”, და როგორ ვიქცევით ასეთ დროს?

ნებისმიერი ეფექტური ტრანსფორმაცია იწყება შიგნიდან, ლიმფური სისტემიდან. ზამთრის პასიური ცხოვრების წესის, არასწორი კვებისა თუ სტრესის გამო, ორგანიზმში სითხე გროვდება, ირღვევა მიკროცირკულაცია, რაც ვიზუალურად შეშუპებასა და სიმძიმის შეგრძნებაში გამოიხატება. სწორედ ამიტომ, თანამედროვე სხეულის კორექციის მიდგომა სწრაფ და ზედაპირულ ცვლილებებზე კი არა, ორგანიზმის შიგნიდან გააქტიურებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ლიმფური სისტემის მუშაობის გაუმჯობესება, სისხლის მიმოქცევის სტიმულირება, კანის ხარისხის ამაღლება და სხეულის კონტურების ფორმირება — ეს ის პროცესებია, რომლებიც სასურველი შედეგის მიღწევაში გვეხმარება. Freya Skin-ის კომპლექსური პროგრამა კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, აერთიანებს რა ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და პროფესიონალურ მოვლას სხეულის რეალური პოტენციალის გამოსავლენად.

თანამედროვე სხეულის კორექცია ოთხ მიმართულებას მოიცავს:

ენდოსფერო თერაპია სხეულის „გამოღვიძება” მიკროვიბრაციით მოქმედებს კანის ზედაპირსა და ღრმა ქსოვილებზე ერთდროულად: ლიმფა ამოძრავდება, სისხლის მიმოქცევა აქტიურდება, ცხიმოვანი ფენები იშლება, ცელულიტი მცირდება, ხდება კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება. უკვე ხვდები რომ კანი სხვანაირად გამოიყურება.

VelaShape მიზანმიმართულად მუშაობს: მუცელზე, ბარძაყებზე, დუნდულებზე და მკლავებზე. ის ზონები, სადაც ცხიმი და ცელულიტი ყველაზე ჯიუტია. ეს ტექნოლოგია ცხიმს ამცირებს, კანს ელასტიურობას უბრუნებს, კონტურს გამოკვეთს, გაქვს კანის ლიფტინგი

EMS თერაპიის 30 წუთი 24 000 პრესს ან ჩაჯდომას უტოლდება. შენი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ელექტრომაგნიტური იმპულსი კუნთს ისე შეკუმშავს, როგორც ჩვეულებრივი ვარჯიშით ფიზიკურად შეუძლებელია. შედეგი: კუნთოვანი მასა, ცხიმის წვა, ლამაზი ფორმა.

ამას ყველაფერს ემატება კომბინაციაში ოთხი ხელით ანტიცელულუტირი-საკორექციო მასაჟი, სინქრონი, ღრმა ლიმფოდრენაჟი, სხეულის ხელით მოდელირება და ცელულიტის მკურნალობა, როდესაც შენს სხეულს აძლევ წვდომას ოთხივე ამ უნიკალურ ძალასთან, შედეგი აღარ არის დამოკიდებული კალენდარზე ან ივნისის მოსვლაზე.

ბოდიშების დრო მართლაც დასრულდა, დროა დაინახო შენი სხეულის რეალური პოტენციალი. აღმოაჩინე სხეულის მოდელირების სრულიად ახალი სტანდარტი, გაიარე კონსულტაცია და ინდივიდუალური პროტოკოლი Freya Skin-ში.

სრულად წაკითხვა