Girchi TV-ის ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი ამბობს, რომ ქუჩაში ნიღბიანმა პირი დახვდა და მისი ცემა სცადა.
„ქუჩაში დამხვდა ვიღაც ნიღბიანი.
— უკაცრავად, შენ მოსე არ ხარ? (აქ მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო).
— დიახ, ვპასუხობ.
ხოდა, ახლა გადაიღე ხალხმრავალი ფოტოებიო და გამომიქანა. ავიცილე, ერთი მოვარტყი და გაიქცა. კარგად ვარ“, — წერს მოსიაშვილი Facebook-ზე.