IDF თეირანის მოსახლეობას იერიშის შესახებ აფრთხილებს და ნაწილს ევაკუაციისაკენ მოუწოდებს

4 weeks ago 6

1

ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანის მოსახლეობას მოსალოდნელი იერიშის შესახებ აფრთხილებს და მათ ნაწილს ევაკუაციისაკენ მოუწოდებს.

“ძვირფასო მოქალაქეებო, თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვოთ თეირანის მესამე რაიონში აღნიშნული ტერიტორია”, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი, სერჟანტი კამალ პენჰასი.

თავდაცვის ძალები შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელ X-შიც ავრცელებს:

“პატივცემულო მოქალაქეებო, თქვენივე უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ დატოვოთ ფოტოზე მითითებული თეირანის ტერიტორია”. – წერია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღნიშნულ რაიონში, უახლოეს საათებში ისრაელის არმია იმოქმედებს.

სრულად წაკითხვა