III კვარტალში უცხოური ინვესტიციები განახევრდა

1 week ago 7

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2 პროცენტით ნაკლებია.

მეტიც სტატისტიკა მოწმობს, რომ 2024 წლის III კვარტლის ინვესტიციები 2006 წლიდან წარმოებულ სტატისტიკაში ყველაზე დაბალია და მხოლოდ ომის (2008) და ომის შემდეგი წლის (2009) სტატისტიკებს უსწრებს.

საქსტატის განმარტებით, კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან.

2024 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალმა 131.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 66.4 პროცენტია. რეინვესტიცია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.6 პროცენტით შემცირდა და 358.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

2024 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა

2024 წლის მესამე კვარტალში პირველ ადგილზეა ნიდერლანდები – 60.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა – 58.3 მლნ. აშშ დოლარით (29.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე გაერთიანებული – 55.0 მლნ. აშშ დოლარით (27.8 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.7 პროცენტს შეადგენს.

2024 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 63.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.2 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ენერგეტიკის სექტორი – 43.0 მლნ. აშშ დოლარით (21.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ვაჭრობის სექტორი 32.1 მლნ. აშშ დოლარით (16.2 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 70.2 პროცენტი შეადგინა.

სრულად წაკითხვა