საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, “ანტიანექსიური პლატფორმის” თანადამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე აშშ-ს, ჩინეთის, რუსეთის პირველი პირების შეფასებას ახდენს კონკრეტული მოლოდინებით და ერთგვარი გეოპოლიტიკური მიმოხილვით:
“დღეს WSJ-მ დაწერა, რომ ამერიკაში შეშფოთებულები არიან სი ძინპინის ჯანმრთელობის მდგომარეობით მისი ამერიკაში ვიზიტის წინ. როგორც ჩანს, მოარული ჭორი ინსულტის შeსახებ გარკვეულ სიმართლესაც შეიცავს. დღეისთვის, ორი ყველაზე დიდი დიქტატურის ხელმძღვანელი, საკმაოდ ხნიერი ადამიანია. ეს უკვე გარეგნულადაც დაეტყოთ.
როცა მსოფლიოს მომავალზე ვსაუბრობთ გასათვალისწინებელია ის, თუ როგორ შეიცვლება ამ ორი ქვეყნის ხასიათი და პოლიტიკა დიქტატორების წასვლის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი სი ძინპინამდე სრულიად სხვა ქვეყანა იყო. ის დენ სიაოპინის პარტიული, კოლექტიური სტილით იმართებოდა. სიმ ის ხისტ ავტოკრატიად აქცია.
არც რუსეთი დარჩება ისეთი, როგორიც დღეს არის. პუტინის წასვლის შემდეგ (ჩემი ვარაუდით) დაიწყება ორმხრივი მცდელობა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობის.
ტრამპიც მოხუცია, მაგრამ ამერიკა დემოკრატიაა და ის თავისთავად წავა. დიდი ალბათობით ერდოღანისთვისაც პრეზიდენტობის ბოლო ვადაა, IMHO, მომავალი ათწლეული საინტერესო ცვლილებებს გვიქადის“, – წერს მამუკა გამყრელიძე.
paraleli პოლიტიკა