LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია ჩვენი განცხადება არაა, ვითხოვეთ ანგარიშის წაშლა – NCDC

2 weeks ago 8

1

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, სახელით, პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია არ არის NCDC-ს ოფიციალური განცხადება.

“საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, სხვადასხვა ინფორმაციის გასავრცელებლად, პლატფორმით – LinkedIn არასოდეს უსარგებლია. როდის და ვის მიერ მოხდა გვერდის გახსნა ან ადმინისტრირება – სამწუხაროდ, ამის შესახებ ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას.

ამასთან, LinkedIn-ის ადმინისტრაცია ინფორმირებულია მომხდართან დაკავშირებით და მას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ანგარიშის გაუქმების თხოვნით, უკვე მიმართა” – წერია განცხადებაში.

დღეს დილით NCDC-ის Linkedin-ზე გამოქვეყნდა პოსტი – “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, ქოცებით, ოდეერებით, და ბიძინასგან ნაჩუქარი ქონების გამო გვიზის მენეჯმენტიც გაჩუმებული”.

მოგვიანებით, BMG-ს ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მიწერა, რომ “რევოლუციონერების სისულელეებზე დრო არ მაქვს, გერმანიაში ვარ სერიოზულ პარტნიორებთან”.

სრულად წაკითხვა