WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

10

თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ რუსეთისა და ირანის სანქცირებაზე „ლინდსი გრემის აქტს“ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს დღეს მოაწერს.

კანონის მიზანია რუსეთისთვის შემოსავლების მკვეთრად შეზღუდვა, რომ მან ვეღარ მოახერხოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსება.

კანონპროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის სანქციების, ტარიფების ან აკრძალვების დაწესებას რუსეთისთვის და ის აფართოებს ირანთან დაკავშირებულ სასანქციო კანონსაც.

ინფორმაციას “რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ 17 სექტემბერს მიიღო. კანონპროექტი, რომლის ავტორები გარდაცვლილი  სენატორი ლინდსი გრემი („რესპუბლიკური პარტია“) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი („დემოკრატიული პარტია“) არიან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ასევე, კანონპროექტი ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ვადის გახანგრძლივებას და რუსი მაღალჩინოსნების, ბანკებისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს