მას შემდეგ, რაც Facebook-ზე გავრცელებული, ხელისუფლების დეზინფორმაციული ბანერები წააშლისა და/ან ცრუ ინფორმაციის შემცველ პოსტებად მონიშნა, Meta-ს კონტრაქტორი “ფაქტ-მეტრი” ხელისუფლების მხრიდან არაერთი უსაფუძვლო ბრალდების ადრესატი გახდა, რის შემდეგაც “მეტამ” დააკონკრეტა, რომ ინფორმაციას სერტიფიცირებული დამოუკიდებელი გადამმოწმებლები ამოწმებენ და არა “მეტას” თანამშრომლები. 

“საქართველოში და მსოფლიოს გარშემო, Meta თანამშრომლობს დამოუკიდებელ ფაქტების გადამმოწმებლებთან, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან მიუკერძოებელი გაერთიანებების, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის & ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის მიერ. დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები, და არა Meta-ს თანამშრომლები, განსაზღვრავენ თუ რა მასალას შეაფასებენ. მსგავსი ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო”, – წერია Meta-ს სპიკერის განცხადებაში, რომელსაც “ფაქტ-მეტრი” ავრცელებს.