Meta “ფეისბუქსა“ და “ინსტაგრამზე“ “ფაქტ-ჩექერების“ ფუნქციას აუქმებს

16 hours ago 2

“ფე­ის­ბუ­ქი­სა“ და “ინ­სტაგ­რა­მის“ მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნია Meta “ფაქტ-ჩე­ქინ­გის“ ფუნ­ქცი­ას აუქ­მებს და მას “სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ნიშ­ვნე­ბით“ ანაც­ვლებს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, Meta-ს “ფე­ის­ბუქ­სა“ და “ინ­სტაგ­რამ­ზე“ კონ­ტენ­ტის გა­და­ხედ­ვის პო­ლი­ტი­კა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­აქვს და “ფაქტ-ჩე­ქინ­გის“ ფუნ­ქცი­ა­ზე უარს ამ­ბობს. მათ ნაც­ვლად იქ­ნე­ბა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მიერ შექ­მნი­ლი “სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ნიშ­ვნე­ბი“, რო­გო­რიც პლატ­ფორ­მა X-ზე (ყო­ფილ Twitter-ზე) არ­სე­ბობს.
“ფაქტ-ჩე­ქე­რე­ბი“ პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და უფრო მეტი ნდო­ბა გა­ა­ნად­გუ­რეს, ვიდ­რე შექ­მნეს. ის, რაც და­ი­წყო რო­გორც უფრო ინ­კლუ­ზი­უ­რად ყოფ­ნის მოძ­რა­ო­ბა, სულ უფრო მე­ტად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და მო­საზ­რე­ბე­ბის ჩა­სახ­შო­ბად და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იდე­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­ჩუ­მებ­ლად და ეს ზედ­მე­ტად შორს წა­ვი­და“, – გა­ნა­ცხა­და Meta-ს მთა­ვარ­მა აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, მარკ ცუ­კერ­ბეგ­მა გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

ამავდრო­უ­ლად, ცუ­კერ­ბერ­გმა აღ­ნიშ­ნა, რომ ახალ პო­ლი­ტი­კას “მე­ო­რე მხა­რეც“ მოჰ­ყვე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ “კონ­ტენ­ტის მო­დე­რი­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის შე­დე­გად პლატ­ფორ­მა­ზე მეტი მავ­ნე­ბე­ლი კონ­ტენ­ტი გაჩ­ნდე­ბა“.

სრულად წაკითხვა