Mirror: "ლივერპული" და სალაჰი 2-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ

2 weeks ago 9

The Mirror ირწმუნება, რომ "ლივერპული" ძალიან ახლოსაა თავის ეგვიპტელ სუპერვარსკვლავ მუჰამედ სალაჰთან ახალი კონტრაქტის შეთანხმებასთან.

"წითლების" ხელმძღვანელობას მოს ხელშეკრულების მხოლოდ ერთი წლით გახანგრძლივება სურდა, მაგრამ ფეხბურთელის წარმომადგენელი, რამი აბასი კლიენტისთვის 3-წლიან კონტრაქტს ითხოვდა. საბოლოო ჯამში, მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს და სალაჰის ახალი კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულსა" და მუჰამედს შორის ამჟამად მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება, რაც მის თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლის რეალურობას გულისხმობდა.

სალაჰის დაბევება ნიშნავს იმას, რომ "ენფილდზე" ახლა სხვა ორი ვარსკვლავის, ვირჯილ ვან დაიკისა და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის საკონტრაქტო სიტუაციების მოგვარებაზე უფრო აქტიურად გადაერთვებიან.

ცნობისთვის, 32 წლის ეგვიპტელი მიმდინარე სეზონში ფენომენალურად გამოიყურება. 21 მატჩში მისი მონაგარი 15 გოლი და 12 ასისტია.

რაც შეეხება "ლივერპულს", არნე სლოტის შეგირდები ინგლისის პრემიერ ლიგის ცხრილსაც ლიდერობენ და ჩემპიონთა ლიგისაც. 

სრულად წაკითხვა