MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

1 hour ago 1

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად „სახალხო მოძრაობის“ ჩამოყალიბება.

მებრძოლმა კამერების წინ თქვა, რომ ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად მზადაა „ციხეშიც წავიდეს“.

„ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ განსაკუთრებულად ჩემი მეუღლის მიმართ არის ძალიან დიდი ბულინგი, უფრო მეტიც, ზიზღის თვალით უყურებენ ამ ყველაფერს და ხაზს უსვამენ ჩემს ვიზუალს…

ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ მთლიანი საქართველო სპორტით იყოს დაკავებული და კონკრეტულად შერეული ორთაბრძოლები იქნება თუ ჭიდაობა და ამ ადამიანებს, მომავალ თაობას, პირიქით, უნდა ვუბიძგოთ, რომ სპორტში წავიდეს და ყურიც ექნება გატეხილი და ცხვირიც ექნება გატეხილი, ნორმალური და ჯანსაღი თაობა უნდა გაიზარდოს და არა როგორც მათ სურთ, ჩვენს ტრადიციებს და ღირებულებებს შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ. მე ამ ყველაფრისთვის მზა ვიყავი… ყველანაირი ბულინგისთვისაც მზად ვარ და ყველაფრისთვის, უბრალოდ ამაზრზენია ეს ყველაფერი, მეტი არაფერი“, – ამბობს ქართველიშვილი რ2-თან.

სრულად წაკითხვა