#OK! დოკუმენტური ფილმი კარლ ლაგერფელდის შესახებ: იხილეთ პირველი თიზერი

2 months ago 1500

წარმოშობით ნახევრად ესპანელმა, ნახევრად გერმანელმა მსახიობმა Daniel Brühl-მა გასული წლების განმავლობაში მაყურებელს თავი არაერთი შესანიშნავი
პერსონაჟით დაამახსოვრა, თუმცა ის ამჯერად საზოგადოების წინაშე ყველაზე განსხვავებული როლით წარსდგება.

კარლ ლაგერფელდი წლების განმავლობაში ფრანგულ მოდის სახლს “შანელს” ედგა სათავეში და მისი დიზაინით შექმნილი სამოსი ქალების აღფრთოვანებას ყოველ სეზონზე იწვევდა.

ლეგენდარული დიზაინერის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ, დენიელი კი “შანელის” სახლის ყველაზე გამორჩეულ კრეატიულ დირექტორს განასახიერებს.

ფილმი დაფუძნებული იქნება ბესტსელერ წიგნზე Kaiser Karl, რომლის ავტორიც Raphaëlle Bacqué გახლავთ.

ფილმის პირველი ოფიციალური თიზერი რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. Becoming Karl Lagerfeld 2024 წლის 7 ივნისს გამოვა.

<> during the Chanel Haute Couture Fall/Winter 2011/2012 show as part of Paris Fashion Week at Grand Palais on July 5, 2011 in Paris, France.

სრულად წაკითხვა