„ლელოს“ წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე ავრცელებს.
„იმედზე“ გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი“, — წერს საბა ბუაძე.
მანამდე სამთავრო ტელევიზიებმა გამოაქვეყნეს სავარაუდოდ აქციაზე გადაღებული ფარული ჩანაწერი, სადაც ამავე წყაროს მტკიცებით, კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი „ქართული ოცნების“ წევრების ქონების დაზიანების მიზანშეწონილობაზე საუბრობენ.
დღეს დილიდან პოლიცია შევიდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების სახლებში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. დააკავეს კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრები ნიკა გვარამია და გელა ხასაია, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ლიდერი ზვიად ცეცხლაძე.