#OK! ინსტაგრამის ყველაზე მოდური წყვილები

1 month ago 551

Alice Barbier & js Roques

ელისი და ჯეიეს როქსი ფრანგი წყვილია, რომელმაც თავისი მოდური კარიერა ლოს-ანჯელესში დაიწყო. 6 წლის მანძილზე მათი ქუჩის სტილი დიდ ყურადღებას იქცევდა, პროფესიული წინსვლა კი შემდეგ დაიწყო. მათ დაიწყეს თანამშრომლობა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა H&M, Fendi, Mytheresa და სხვ. ისინი მალევე ვიხილეთ სხვადასხვა ჟურნალებშიც. ახლა მათი ინსტაგრამი უდავოდ შთამაგონებელია ახალგაზრდა ინფლუენსერებისთვის.

Emili Sindlev & Mads Emil Grove Moller

ემილი გახლავთ წარმოშობით დანიელი მოდის ინფლუენსერი, ხოლო  მისი პარტნიორი მედს ემილი მოდის კონსულტანტია. მათი ნახვისას უდავოდ იფიქრებთ, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილი.  წყვილი ინსტაგრამის საშუალებით აცნობს საზოგადოებას მოდის ველურ მხარეს. მოდური დუეტი ცხოვრობს კოპენჰაგენში, თუმცა ემილისა და მედსის ქუჩის სტილმა სრულიად ინტერნეტი მოიცვა. მათი ინსტაგრამის თითოეულ პოსტს ეტყობა განსაკუთრებული გემოვნება და სახასიათო ცხოვრების სტილი. იგრძნობა ხელოვნებისა და არქიტექტურის გავლენაც.

Johannes Huebl & Olivia Palermo

ქუჩის სტილის ფოტოგრაფების ყველაზე საყვარელი ცოლ-ქმარი, ოლივია და იოჰანესი. ყველაზე ტენდენციურ ცოლქმრულ წყვილებში ისინი აშკარა ლიდერები არიან. წყვილს ერთობლივად უმუშავია ისეთი ბრენდების სარეკლამო კამპანიებისთვის, როგორიცაა – Mango, La Mer, Piaget და სხვ. ოლივია თავისი 7.7 მილიონი გამომწერით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდის ინფლუენსერი გახლავთ. იოჰანესი კი მოდელობასა და დიზაინერობასთან ერთად ფოტოგრაფიც არის, რაც წყვილის გემოვნებიან კონტენტს ნამდვილად ეტყობა.

Veronika Heilbrunner and Justin O’Shea

ვერონიკას და ჯასტინს მოდის სამყაროს ბრედს და ანჯელინას უწოდებენ. შეუძლებელია მათმა გამოჩენამ განსაკუთრებული ყურადღება არ მიიქციოს. 1.86 სმ სიმაღლის გერმანელი გოგონა და ტატუებიანი ბიჭი გულმოღეღილი მაისურით, ყველა პაპარაცის საყვარელი ობიექტები არიან. ვერონიკა მოდის საიტის heywoman.com-ის დამფუძნებელია, ხოლო ჯასტინი mytheresa.com-ის ბაიერი გახლავთ. წყვილის გარდერობი საკმაოდ მრავალფეროვანია. მათი ხილვა შესაძლებელია rock & roll-ის სტილის სამოსში, თუმცა კლასიკურ სტილსაც ხშირად ირგებენ.

სრულად წაკითხვა