#OK! 10 ფილმი, რომელიც ზაფხულის განწყობას იდეალურად გადმოსცემს

1 month ago 84

გთავაზობთ 10 ფილმს, რომელიც ზაფხულის განწყობას ყველაზე კარგად გადმოსცემს:

1. Call Me by Your Name (2017)

  • რეჟისორი: ლუკა გუადანინო (Luca Guadagnino)
  • როლებში: ტიმოთი შალამე, არმი ჰამერი, მაიკლ შტულბარგი

ფილმის სიუჟეტი 1980-იან წლებში, ჩრდილოეთ იტალიაში ვითარდება. ახალგაზრდა ელიო ზაფხულს ოჯახთან ერთად ატარებს, როდესაც სახლში მამამისის ასისტენტი, ოლივერი ჩადის. მათ შორის ნელა ვითარდება ემოციური და ინტენსიური ურთიერთობა.

2. La Piscine (1969)

  • რეჟისორი: ჟაკ დერე
  • როლებში: ალენ დელონი, რომი შნაიდერი, ჯეინ ბირკინი

ფრანგული კლასიკა, რომელიც კოტ-დ’აზურის მდიდრულ ვილაში ვითარდება. წყვილი ზაფხულს აუზთან მშვიდად ატარებს,  მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც მათ სტუმრად ეწვევა მარიანას ყოფილი შეყვარებული ეწვევა.

მზიანი, მშვიდი გარემო ნელ-ნელა ფსიქოლოგიურ დაძაბულობად იქცევა.

3. Mamma Mia! (2008)

  • რეჟისორი: ფილიიდა ლოიდი
  • როლებში: მერილ სტრიპი, ამანდა სეიფრიდი, პირს ბროსნანი, კოლინ ფირტი, სტელან სკარსგარდი

საბერძნეთის კუნძულზე მდებარე პატარა სასტუმროში ახალგაზრდა სოფი ქორწილისთვის ემზადება. გოგნას ერთი მიზანი აქვს  — გაარკვიოს, ვინ არის მისი მამა.

ის ფარულად ეპატიჟება დედის სამ ყოფილ შეყვარებულს, და სწორედ აქ იწყება ქაოსური, მხიარული და მუსიკალური ზაფხული.

ABBA-ს სიმღერების ფონზე ფილმი ერთ დიდ დღესასწაულად გადაიქცევა.

#OK! 2026 წლის ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი პრემიერები – რას ვნახავთ დიდ ეკრანზე

4. A Good Year (2006)

Screenshot
  • რეჟისორი: რიდლი სკოტი
  • როლებში: რასელ ქროუ, მარიონ კოტიარი

ლონდონელი ფინანსისტი, მაქსი სკინერი, მემკვიდრეობით იღებს ვენახს პროვანსში. თავიდან ის ქონების გაყიდვას გეგმავს, მაგრამ ადგილზე ჩასვლის შემდეგ ყველაფერი იცვლება.

მზიანი გარემო, ღვინო, ადგილობრივი ცხოვრების ნელი რიტმი და ახალი ადამიანები მას სრულიად სხვა რეალობას დაანახებს.

5. Before Sunrise (1995)

  • რეჟისორი: რიჩარდ ლინკლატერი
  • როლებში: ეთან ჰოუკი, ჟული დელპი

ჯესი და სელინი  მატარებელში შემთხვევით შემთხვევით გაიცნობენ ერთმანეთს და  გადაწყვეტენ ერთად გაატარონ ღამე ქალაქში.

ფილმი თითქმის მთლიანად დიალოგებზე დგას. ისინი დადიან ქუჩებში, საუბრობენ სიყვარულზე, ცხოვრებაზე, შიშებზე და მომავალზე.

6. The Talented Mr. Ripley (1999)

  • რეჟისორი: ენტონი მინგელა
  • როლებში: მეთ დეიმონი, ჯუდ ლოუ, გვინეთ პელტროუ

1950-იანი წლების იტალია — მზიანი სანაპიროები, მდიდარი ახალგაზრდები და ფუფუნება.

ამბიციური ტომ რიპლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ტომს მდიდარი ოჯახი იტალიაში გაზგავნის. მისი მთავარი მისიაა, ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე, უდარდელი, მომნუსხველი და თავზეხელაღებული დიკი გრინლიფი შინ დააბრუნოს.

7. Amélie (2001)

  • რეჟისორი: ჟან-პიერ ჟეუნე
  • როლებში: ოდრი ტოტუ, მატიე კასოვიცი

ფილმი არის თანამედროვე პარიზულ ცხოვრებას აღწერს, მოქმედება მონმარტში მიმდინარეობს  და გვიყვება მორცხვი გოგონას, ამელის ისტორიას.

8. Dirty Dancing (1987)

  • რეჟისორი: ემილ არდოლინო
  • როლებში: პატრიკ სვეიზი, ჯენიფერ გრეი

1960-იან წლებში, ოჯახურ კურორტზე ახალგაზრდა ფრენსის „ბეიბი“ ცეკვის ინსტრუქტორს, ჯონის ხვდება.

წყვილს ერთმანეთი უყვარდება, ეს გრძნობა კი  სოციალური განსხვავებების და ოჯახის წინააღმდეგობის ფონზე იზრდება.

ფილმი  კლასიკური ზაფხულის ისტორიაა — ახალგაზრდობა, ცეკვა, თავისუფლება და პირველი სიყვარული.

9. Letters to Juliet (2010)

  • რეჟისორი: გარი უინიკი
  • როლებში: ამანდა სეიფრიდი, კრისტოფერ იგანი, ვანესა რედგრეივი, გაელ გარსია ბერნალი

მოქმედება  იტალიაში  ვითარდება — ვერონაში, სიყვარულის ქალაქში, სადაც ტურისტები ხშირად ტოვებენ წერილებს ჯულიეტას ეზოში.

ახალგაზრდა ამერიკელი გოგონა სოფი, რომელიც ჟურნალში მუშაობს, შემთხვევით პოულობს 50 წლის წინ დაწერილ წერილს. წერილის ავტორი, კლერი, ახალგაზრდობაში დაკარგულ სიყვარულს ეძებს. სოფი გადაწყვეტს დაეხმაროს მას და კლერთან ერთად იტალიაში მოგზაურობას იწყებს.

10. Under the Tuscan Sun (2003)

  • რეჟისორი: ოდრი უელსი
  • როლებში: დაიან ლეინი, სანდრა ო

განქორწინების შემდეგ მწერალი ფრენსისი იმპულსურად ყიდულობს სახლს ტოსკანაში და ახალ ცხოვრებას იწყებს.

ნელ-ნელა ეცნობა ახალ კულტურას, ახალ ადამიანებს და საკუთარ თავს.

ფილმი არის ზაფხულის ყველაზე თბილი ვერსია — ახალი დასაწყისი, მზე და შინაგანი სიმშვიდე.

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ზაფხულში სანახავი 15 ფილმი მოდის მოყვარულებისთვის

#OK! 10 ფილმი, რომელიც სწავლას მოგანდომებთ

სრულად წაკითხვა