22 მაისს თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპეციალური მოდისა და გაყიდვების ღონისძიება იწყება, რომელიც 23-24 მაისს ჩატარდება. ღონისძიება თანამედროვე ფორმატში აღნიშნავს 26 მაისის მნიშვნელობას და ადგილობრივი შემოქმედებითი სფეროს მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროგრამა მოიცავს კოლექციების წარდგენას, გაყიდვებს, networking შეხვედრებსა და კულტურულ აქტივობებს.

23 მაისი | გახსნის დღე
ღონისძიება იწყება 10:00 საათზე დიზაინერების შემოსვლითა და კოლექციების განთავსებით.
17:00 საათზე კარი გაიხსნება სტუმრებისთვის, რომლებსაც დახვდებათ Welcome Drink და სტუმრების შეძლებენ გაწევრიანდნენ Marriott-ის ლოიალურობის პროგრამაში – Marriott Bonvoy
18:15 საათზე გაიმართება ოფიციალური გახსნა, სადაც სიტყვით წარდგებიან Deborah Sivertsen და Tinatin Magalashvili.
18:30 საათზე შედგება „New Saukune“-ს საცეკვაო პერფორმანსი და კოლექციის წარდგენა.
19:00–21:00 საათებში გაიმართება networking, გაყიდვები და სტუმრების მასპინძლობა.
24 მაისი | დახურვა
ღონისძიება ასევე გაიმართება 10:00–21:00 საათამდე.
19:00 საათზე გამოცხადდებიან Bonvoy-ის გამარჯვებულები.
21:00 საათიდან დაიწყება სივრცის დემონტაჟი.
ლობიში განთავსდება დონაციის ყუთი “დიუშენის“ სინდრომიანი ბავშვებისთვის.

3 weeks ago
37







English (US) ·
Georgian (GE) ·