44 წლის ასაკში ჩოგბურთის ლეგენდა სერენა უილიამსი კორტზე წარმატებით დაბრუნდა – ლონდონის „ქუინზ ქლაბის“ ტურნირზე სერენამ 19 წლის კანადელთან, ვიქტორია მბოკოსთან ერთად წყვილების პირველ წრეში ამერიკელი ნიკოლ მელიხარ-მარტინესისა და ზელანდიელი ერინ რუტლიფის დუეტი დაამარცხა – 7:6, 6:2.

შეხვედრა დაძაბულად დაიწყო და პირველი სეტი ტაი-ბრეიკში გადაწყდა, თუმცა მეორე სეტში უილიამსისა და მბოკოს წყვილმა სრული უპირატესობა მოიპოვა და მატჩი დამაჯერებლად დახურა.
თუმცა ტურნირზე დუეტმა ასპარეზობა ვერ გააგრძელა — მეორე წრეში მონაწილეობა ჩაიშალა, რადგან ვიქტორია მბოკომ ერთეულთა მატჩის დროს ტრავმა მიიღო.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ უილიამსი „დიდი სლემის“ პრესტიჟულ ტურნირზე, უიმბლდონზეც იასპარეზებს და გულშემატკივრები მას დასთან, ვენუს უილიამსთან ერთად იხილავენ.
სერენა უილიამსმა ჩოგბურთი 2022 წელს დატოვა. მისი დაბრუნების შესახებ ჭორები ბოლო თვეებში აქტიურად ვრცელდებოდა, თუმცა თავად სპორტსმენი კომენტარისგან თავს იკავებდა.
საბოლოოდ, მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაადასტურა და კორტზე მისვლის კადრები გამოაქვეყნა წარწერით: „კარგი ამბავი სწრაფად ვრცელდება“.
ჩოგბურთის სამყაროში უკვე აქტიურად განიხილავენ, რომ მისი დაბრუნება შესაძლოა უფრო დიდ მიზნებს უკავშირდებოდეს, მათ შორის უიმბლდონსა და აშშ-ის ღია პირველობას.

1 month ago
82







English (US) ·
Georgian (GE) ·