თბილისში ზაფხული თითქმის ყოველთვის ეზოებსა და ღია სივრცეებთან ასოცირდება. ქალაქში, სადაც ბევრი საინტერესო ადგილი თვალს ადვილად შეიძლება გამოეპაროს, ყველაზე განსაკუთრებული კაფეები სწორედ მწვანე გარემოთი, ტერასებითა და მშვიდი გარე ატმოსფეროთი გამოირჩევა.
თუ გსურთ იპოვოთ ადგილი brunch-ისთვის, საღამოს კოქტეილებისთვის, მუშაობისთვის ან უბრალოდ ქალაქის ხმაურისგან თავის დასაღწევად ეს სია თქვენთვისაა:
კაფე მუზეუმი
ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ–ერთი ყველაზე არტისტული სივრცე, სადაც შიდა და გარე სივრცე ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. დღის სინათლეზე განსაკუთრებით ლამაზი და ესთეტიკური გარემოა.
📍ვახტანგ ორბელიანის 8/10

ბრიმ თბილისი
თანამედროვე, ახალგაზრდული და მინიმალისტური სტილის სივრცე, რომელიც ტერასით გამოირჩევა. სივრცე მზის ჩასვლის საათებში განსაკუთრებით პოპულარულია, რადგან ულამაზესი ხედები იშლება.
📍მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩა №12-14
ალუბალი
ალუბალი თბილისური ეზოს თანამედროვე ინტერპრეტაციას გვთავაზობს. მისი ღია სივრცე სიმწვანითა და თბილი ატმოსფეროთი გამოირჩევა, რაც ზაფხულის საღამოებისთვის სასიამოვნო გარემოს ქმნის.
📍 6 გიორგი ახვლედიანის ქუჩა
რესპუბლიკა 24
რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ფართო გარე სივრცეა. აქ განთავსებული ტერასა და ეზო სტუმრებს ქალაქის ცენტრში განტვირთვის შესაძლებლობას აძლევს, განსაკუთრებით თბილ სეზონზე.
📍 6 ვარდების რევოლუციის მოედანი

Bliss Corner
კაფე მშვიდი, პატარა და კომფორტული გარე სივრცით გამოირჩევა. კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც ქალაქის დატვირთული რიტმისგან შედარებით წყნარ გარემოში ყოფნა სურს.
📍 83 ილია ჭავჭავაძის გამზირი


1 week ago
22








English (US) ·
Georgian (GE) ·